“FDI გრანტის” პირველი ბენეფიციარი ამერიკული IT კომპანია გახდა

“FDI გრანტის” პირველი ბენეფიციარი ამერიკული IT კომპანია გახდა

დღეს, სახელმწიფო სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ამერიკულ კომპანია „Lineate”-ს შორის FDI გრანტის ხელშეკრულება გაფორმდა.

“Lineate” პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც არის წარმოდგენილი. ამერიკული კომპანიის საქართველოს რეგიონული ოფისი 2022 წელს დაარსდა და ამ ეტაპზე 85-მდე ადამიანს ასაქმებს. FDI გრანტის, ფარგლებში კი, ამერიკული კომპანია 700 000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს საქართველოში და არანაკლებ 50 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.

„Lineate“ პირველი კომპანიაა რომელიც უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმით, FDI გრანტით ისარგებლებს და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების შემდეგ კომპანია ინვესტირებული თანხის 15%-ს გრანტის სახით დაიბრუნებს.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამით სარგებლობა მაღალტექნოლოგიური წარმოების (ელექტრო ნაწილები, ავტო ნაწილები, ავია ნაწილები), ბიზნეს პროცესებისა და IT აუთსორსინგის, ლოგისტიკურ და თვითმფრინავების მომსახურების სექტორში მოღვაწე საერთაშორისო კომპანიებს შეუძლია. საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, ბენეფიციარი კომპანია საინვესტიციო თანხის 15%-მდე უკან დაუბრუნებს.

პროგრამის მიზანია, პოტენციური და არსებული ინვესტორების წახალისება საქართველოში, კერძოდ, ახალი/დამატებითი ინვესტიციები განახორციელონ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე სექტორებში, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის გაძლიერებას.

ცნობისთვის, “უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ ე.წ. “FDI გრანტი“ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 19 ნოემბერს დაამტკიცა. მიმდინარე წლის ივლისში კი სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამაში „უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი“ რამდენიმე ცვლილება შევიდა.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…